შსს მომსახურების სააგენტოს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინდონეზიის რესპუბლიკის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ინდონეზიის მხრიდან დელეგაციას ამერიკის და ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორი, ბატონი დიან ტრიანსიაჰ ჯანი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დაესწრნენ და სააგენტოში არსებული ელექტრონული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. დელეგაციის წევრებმა თავად მართეს საგამოცდო მანქანა და მართვის მოწმობის პრაქტიკული მოედანი დაათვალიერეს. ასევე დაესწრნენ სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცესს. ინდონეზიის დელეგაციის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელს ქართული მხარისგან საჩუქრად სახელობითი, სიმბოლური სანომრე ნიშანი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები