იოჰანეს ჰანი: დარწმუნებულნი ვართ, რომ არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება და მისი შედეგები აღიარებული იქნება

მომავალ წელს იქნება პირველი საარჩევნო კამპანია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში გაიმართება, – ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
“მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი თემა. ასევე მომავალ წელს იქნება პირველი საარჩევნო კამპანია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში გაიმართება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება და მისი შედეგები აღიარებული იქნება. გარდა ამისა, ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს წვდომა მასმედიაზე. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამ მიმართულებით უნდა გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს, მოახდინოს სასამართლო სისტემის რეფორმირება და ყველა ის, საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ მოითხოვს დამატებით მუშაობას, ჩემი აზრით, შესრულდება. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილების სრული პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს დადებითი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი იქნება პასუხი აღნიშნულ კითხვაზე”, – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარმა ბრიფინგზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის მისია მუშაობას გააგრძელებს. ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები