გავრცელებული ინფორმაციით, 213-ე საბავშვო ბაღში მამამ შვილს იარაღი მისცა

დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 213-ე საბავშვო ბაღში ინცინდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. ბაღში ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია მუშაობს.
„კვირა“ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, ისინი სამართალდამცველების კითხვებს პასუხობენ.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები