პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში რამდენიმე ახალი საწარმო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო აშენდება. როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საწარმოს მშენებლობა მომავალი 24 თვის მანძილზე განხორციელდება.
ამასთან, მისივე განცხადებით, კიდევ ერთი საწარმო ქალაქ ხობში აშენდება და ეს არის ასანთის წარმოება. მისი თქმით, ერთ-ერთი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში აშენდება.
“აქ აშენდება მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო, რომლის დეკლარირებული სიმძლავრე, რაც პროექტშია წარმოდგენილი, არის 10 მილიონი ლიტრი წელიწადში. საწარმოს მშენებლობა მომავალი 24 თვის მანძილზე განხორციელდება. ამ საწარმოში მშენებლობის დასრულების შემდეგ, სულ მცირე 20 ადამიანი, ხოლო მშენებლობის პერიოდში გაცილებით მეტი დასაქმდება. თქვენ იცით, რომ ამჟამად ასანთი სრულად იმპორტირებულია ჩვენს ქვეყანაში და, შესაბამისად, აშენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმოება ექნება. ეს არის წელიწადში სადღაც 100 მილიონი კოლოფი. აქ ინვესტიციების რაოდენობა არის მილიონ 200 ათასი ლარი და აქაც 50 ადამიანამდე დასაქმდება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები