სოზარ სუბარი: 2008 წლის ომამდე დევნილებისთვის არცერთი სახლი არ აშენებულა

„2009 წელს წინა ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლითაც თბილისში დევნილებისთვის სახლის შეძენა-შესყიდვა-აშენება იკრძალებოდა, უნდა ძალადობრივად გაეყვანათ რეგიონებში, ეს პოლიტიკა მთლიანად შეიცვალა”, -ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2008 წლის ომამდე დევნილებისთვის არცერთი სახლი არ აშენებულა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ზოგიერთი სოფელი დღესაც მეწყრულ ზონაშია, ზოგიერთ ადგილას იყო ჭაობიანი ნიადაგები, სადაც გაკეთდა სადრენაჟოები, რათა იქ ცხოვრება შესაძლებელი გამხდარიყო. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, გზადაგზა ახლა კეთდება მიშენებები და აბანოები. სუზარის მტკიცებით, უკვე არის მზადყოფნა, რომ გამოცხადდეს ახალ მშენებლობებზე ახალი ტენდერები ქუთაისსა და ზუგდიდში. ასევე გრძელდება თბილისშიც. “561 ოჯახი წელს თბილისში მიიღებს საცხოვრებელ ფართს და 600-მდე ოჯახი მიიღებს გაისად”,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები