სოზარ სუბარი: ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული მიგრაციასთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება.
კითხვაზე, როგორია კონტროლი მისი უწყების მხრიდან ლტოლვილთა შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით, სუბარმა განაცხადა, რომ სტატუსის მიმნიჭებელი ორგანო კი არის მისი უწყება, თუმცა გადაწყვეტილება არ მიიღება შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციების გარეშე და ხდება თითოეული პიროვნების შესწავლა.
„არის თუ არა, ამის მიუხედავად, რომელიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო დაცული გარკვეული საფრთხისგან, კარგად ვნახეთ, რაც იყო ევროპაში. იქ, ძირითადად, საფრთხე იყო არა იმდენად ლტოლვილებს შერეული პირებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ევროპის ქვეყნებში, ზოგი საერთოდ იქ დაიბადა. ასე რომ, ტერორიზმის საფრთხე არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული მიგრაციასთან ან ლტოლვილთა ნაკადთან”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები