საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარს იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესს შეეხო. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტი და ევროკომისარი ამ წუთებში დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს ხვდებიან.