გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, ქამალედინ ჰეიდაროვს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.
შს მინისტრმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო.
გიორგი მღებრიშვილმა ქამალედინ ჰეიდაროვს, საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის აკადემიებს შორის მემორანდუმის გაფორმება შეთავაზა.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს შს სამინისტროსთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრობლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება, გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად, ბევრად ეფექტური გახდება.
შეხვედრაზე მინისტრებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომოვალო გეგმებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები