2016 წლის აპრილიდან მასწავლებლების ხელფასი 600-700 ლარი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ხელფასი 2016 წლიდან კიდევ გაიზრდება. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2015 წლის პირველი აპრილიდან ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი დაიწყო და მასწავლებლების ხელფასი 405 ლარი გახდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2016 წლის აპრილის თვისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება.
პრემიერმა მეცნიერთა ხელფასების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეცნიერების ხელფასები 300-300%-ით გაიზარდა, საშუალო კვლევითი დაწესებულების მეცნიერ-მუშაკის ხელფასი კი დღეისათვის 600-700 ლარია.
ამასთან, როგორც მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, განათლების ბიუჯეტი 372 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მისივე განცხადებით, 2017 წელს მასწავლებელთა ხელფასი კიდევ გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები