პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დახმარების გაგრძელებას ჰპირდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. ეს განცხადება პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩისგან „რწმუნებათა სიგელების“ გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა.
„მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა სამეკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სოციალურ სფეროებში, ასევე თავდაცვის საკითხებში. ჩვენ მომავალშიც დავეხმარებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, ვუზრუნველვყოფთ თქვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებას“ , – განაცხადა პუტინმა. შეხვედრა კრემლში გაიმართა.