უკრაინა და თურქეთი შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და თურქეთი შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად საზღვაო მრეწველობას ერთობლივად განავითარებენ.
ამის შესახებ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, კონცერნ „უკრობორონპრომის“ ხელმძღვანელის მოადგილემ დენის გურაკმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში Turkey Defence Week 2015.
გურაკის თქმით, უკრაინული კონცერნი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მუშაობს. ამ საქმიანობის მთავარი მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა თანამედროვე შეიარაღებით და საბრძოლო ტექნიკით. მიმდინარე წელს თურქეთმა და უკრაინამ უკვე მოაწერეს ხელი რამდენიმე შეთანხმებას ერთობლივ პროექტზე კოსმოსურ, საავიაციო და ჯავშანტექნიკის სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები