რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ამზადებს

რუსეთის მთავრობა ორი დღის განმავლობაში თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს მოამზადებს, რაც ჩამოგდებულ რუსულ ბომბდამშენზე პასუხი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ეს, უდავოდ აგრესიის აქტია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. აგრესია თურქეთმა, ჩვენმა მეზობელმა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა განახორციელა“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, სანქციების პაკეტი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებს შეეხება. კერძოდ, საუბარი შეიძლება იყოს ერთობლივი პროექტების შეჩერებაზე, ფინანსური ოპერაციების და სავაჭრო შეთანხმებების შეზღუდვაზე, ასევე საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვაზე. მთავრობის სხდომაზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა არ გამორიცხა თურქეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და ამ ქვეყნის თვითმფრინავებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები