“ტერიტორიული ერთეულების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში” – კონფერენცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო Continent Cron Palace Hotel Tbilisi-ში, თემაზე – “ტერიტორიული ერთეულების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში” კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (KS) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
“ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” ცნობით, კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების შეტანა; საქართველოს კანონში “რეგიონული განვითარების შესახებ” ცვლილებების შეტანა; არათანაბარი ეკონომიკური განვითარება საქართველოში; ტერიტორიული ერთეულების განვითარების როლი; მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის განვითარებაში; სამართლებრივი ბაზა რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესში; თემთა მობილიზაციის ინიციატივა;
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, LDA საქართველოს დირექტორი ნინო თვალთვაძე.
საკითხების განხილვასა და დისკუსიებში ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და თემთა ლიდერები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული საკითხების განხილვის პარალელურად, კონფერენციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პროექტის “თემთა მობილიზაცია მოწყვლად რეგიონებში” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობა დადებითად შეაფასეს და თანამშრომლობის ახალი გზები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები