“სოციალური დაცვის ლიგა” ცესკოს მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს
ა(ა)იპ “სოციალური დაცვის ლიგამ” ცესკოს თანადგომითა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით, პროექტი ,,ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო კულტურის განვითარებისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიზნით, სამოქალქო ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობით თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ,,შშმ პირთა უფლებების კონვენცის“ 29-ე მუხლის მოთხოვნათა იმპლემენტაციის ფარგლებში, შემდგომი სრულყოფის გზით” განახორციელა.
პროექტი მიზნად საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდობისა და შშმ პირების სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებას, ინტეგრირებასა და საკუთარი მოტივირებული არჩევანის დაუბრკოლებელი დაფიქსირებისთვის ხელშეწყობას ისახავს.
ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონში ჩაატარა და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა, საარჩევნო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ინიციატივები შექმნა და საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში შშმ პირთა და ახალგაზრდების ჩართულობის ანალიზი გააკეთა. ასევე, ,,მწვანე პანდუსის“ ნომინანტები გამოავლინა და ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღწერა, რომლებიც ვებგვერდზე: www.pandusgeorgia.com დაიტანება.
აღნიშნული გვერდის საშუალებით ეტლით მოსარგებლე ან, უბრალოდ, გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანს ონლაინ რეჟიმში ინტერნეტის საშუალებით შეუძლია მიიღოს ადაპტირებული ობიექტების შესახებ ამომწურავი ფოტოინფორმაცია.
“სოციალური დაცვის ლიგის” ინფორმაციით, პროექტის შედეგების პრეზენტაციას ხელისუფლების, ცესკოს, პოლიტიკური პარტიების, დონორის და საზოგადოების წარმომადგნლები დაესწრებიან. აღნიშნული პროექტის შედეგების პრეზენტაცია 2015 წლის 27 ნოემბერს 12:00 საათზე, „თბილისი-მერიოტის“ ,,მეფე-გიორგი-მირიანის“ დარბაზში გაიმართება. მისამართი: თბილისი, რუსთაველის ქ. № 13, შესასვლელი ადაპტირებულია