გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა, რომელიც თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის რიგით მე-6 მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით ესტუმრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ისაუბრეს აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
თბილისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ასევე სტუმრობს სომხეთის და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციები ბელორუსიდან და უკრაინიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები