ირაკლი შოთაძე ყოფილ პრემიერთან რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე კონსულტაციას უარყოფს

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ კონსულტაციას უარყოფს. ამის შესახებ შოთაძემ დღეს, პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, აბაშიძე დაინტერესდა, ჰქონია თუ არა მას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა კონკრეტულად “კაბელების საქმეზე”, ან ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით და აყენებდა თუ არა მას საქმის კურსში. შოთაძის განმარტებით, მსგავს ფაქტებს ადგილი არასოდეს ჰქონია.
“ასეთ ფაქტებს არასდროს ჰქონია ადგილი, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვინმესთან კონსულტაციები გვქონოდა. ეს სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, შესაბამისად, მე უარვყოფ ამ ინფორმაციას. ისე ვიცნობ მას, საჯარო შეხვედრებზე შევხვედრილვარ”, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები