WordPress-ის საიტები ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

ვებგვერდები, რომლებიც „ვორდპრესის“ ჰოსტინგზე არიან განთავსებული, ქართველი ბლოგერებისთვის და მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. აღნიშნულ გვერდებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოდან წვდომა შეზღუდული იყო, მომხმარებლები უცხოეთიდან კი შესვლას ახერხებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ფარგლებში „ვორდპრესზე“ თავდაპირველად “ისლამური სახელმწიფოს” საიტები (www.islamgeorgia.com და www.xalifati.wordpress.com)  დაბლოკა, შემდეგ კი შეზღუდვა რამდენიმე საათის განმავლობაში „ვორდპრესის“ ყველა გვერდს შეეხო. აღნიშნულის მიზეზი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეომიმართვა გახდა, სადაც მებრძოლები საქართველოს ემუქრებოდნენ. ამ დროისთვის დაბლოკილია მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გვერდები, სხვა საიტებზე წვდომა კი შეზღუდული აღარ არის.
შეზღუდვის ფაქტს WordPress-ი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა: „ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და საიტები მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“.

12312244_10206435574025854_1657190548_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები