გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ემყარებოდა

საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ჩინური კორპორაცია China railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გამოქვეყნებულა.
“ინფორმაცია ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვაქვს დადასტურებული ეს ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, რა ურთიერთობაც დღეს ჩვენ ჩინეთთან გვაქვს, ეს ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს. დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, ეს ურთიერთობა ამ რაკურსში გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩინური კორპორაცია China railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას მოსკოვში მოეწერა ხელი.
გეგმის თანახმად, ჩინური კორპორაცია პროექტს რუსულ კომპანია “რეგიონულ პროექტებთან” ერთად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები