გიორგი მღებრიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობზე ისაუბრა. შს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ორი ქვეყნის შს სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს. სამინისტროს განცხადებით, დღესვე საქართველოს შს მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის – ჰეიდარ ალიევის და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო. გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, გვირგვინით შეამკო “მარადიული ცეცხლის” მემორიალი “შეჰიდების ხეივანში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები