გიორგი კვირიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის ანგარიშზე: ჩვენი მოლოდინი არის დადებითი

წინასწარი ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია, გვაძლევს საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინი ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დადებითად უნდა წარიმართოს.
“ჩვენი მოლოდინი არის დადებითი და ის წინასწარი ინფორმაციაც, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვაძლევს საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინი ტექნიკური ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, რომელსაც შემდგომ უნდა მოჰყვეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყველა ქვეყნის მხრიდან. ვფიქრობ, ეს პროცესი დადებითად უნდა წარიმართოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე ანგარიშს 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები