გიორგი კვირიკაშვილი: ოჩამჩირის პორტის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის ჩინური კომპანიის მიერ ოჩამჩირის პორტის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ინფორმაციას ფლობს.
„ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინფორმაცია ამის თაობაზე გვაქვს. დღესდღეობით რა ურთიერთობაც გვაქვს ჩინეთთან, ახლაც და ყოველთვის, ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს. დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ ეს ურთიერთობა ამ რაკურსში გაგრძელდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები