,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა – ვიდეო

სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა – კომპანია  „ჯეოკეპი” პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს. ახლად გახსნილი საწარმო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმპორტირებულ საქონელს მალე „ჯეოკეპ”–ში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია ჩაანაცვლებს.
„ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება.  ამ მიზნით ჩვენ ავამოქმედეთ სახელმწიფო  პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც დღეს გვაქვს 123 საწარმო დაფინანსებული. ეს არის,  ჯამში, 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია უკვე შექმნილი და რომ ქართული წარმოება განვითარდება. მე ძალიან განვიცდიდი, როდესაც რეგიონებში ჩასული ვხედავდი  გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 20–25 წლის წინ მუშაობდნენ. ასეთი მიტოვებული ქარხნების გაცოცხლება იყო ჩვენი ამოცანა. დღეს ვხედავთ ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით ერთ დროს მიტოვებული ქარხნის გაცოცხლება და   გაპარტახებული საწარმოს გადაქცევა თანამედროვე, ევროპული ტიპის საწარმოდ. აქ არის ინვესტირებული 4 მილიონი ლარი.  „ჯეოკეპს” შეუძლია არა მხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტი, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით  გამოსვლისას.
პრემიერ–მინისტრის თქმით, სახელმწიფო  ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა საინტერესო წამოწყებას, ახალი სამეწარმეო იდეების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
„აწარმოე საქართველოს” ფარგლებში  კომპანია ,,ჯეოკეპს” უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთი და შენობა. დღეისთვის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური და წარმოების მოცულობის ვალდებულებებიდან, ფინანსური ვალდებულება გადაჭარბებით აქვს შესრულებული.  საწარმოს ინვესტიციის  ჯამური მოცულობა 2 მილიონი აშშ დოლარია.

11202555_949427778481632_145831445760463795_n

12107718_949434738480936_16890973524539901_n

12249952_949427841814959_6726786031922842283_n

12250091_949427711814972_3817490626483691853_n

12278724_949427975148279_8822801400100589483_n

12279100_949427691814974_1558246635908206983_n

12285885_994213077311240_1724747096_n

12289683_949427985148278_618850303500548652_n

12295412_949427785148298_6969883808769466797_n

12299333_949427688481641_2264569248715302616_n

12308314_949427781814965_1618781439611166728_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები