თიბილოვი რაშიდ ნურგალიევს შეხვდა – „ჩვენ სირიაში რუსეთის ქმედებას მხარს ვუჭერთ“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ცხინვალში მყოფ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ამ შეხვედრაზე სირიის თემაც იყო განხილული. ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთში შეშფოთებულები არიან რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდებით და რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო“, – განაცხადა ამ შეხვედრაზე თიბილოვმა.
თიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკურ კურსს და სირიაში რუსეთის მოქმედებას „სრული გაგებით“ ხვდება.
„ტერორიზმთან ბრძოლა იძულებითი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მშვიდობის დამყარება. აუცილებელია სამეკავშირეო ხელშეკრულების იმ პუნქტების დამუშავება, რომლებიც ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა თიბილოვმა. რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები