გიგლა აგულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამხრეთ კავკასიის ბიუროს (GIZ) ახალ ხელმძღვანელს, მერი შეფერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებას შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სატყეო მეურნეობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარება – ეს იმ პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება სამინისტროსთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები