სააკაშვილი-ადეიშვილის სკანდალური ჩანაწერი – მარგველაშვილი მერაბიშვილის შეწყალებას გეგმავს?

უკრაინული “ვიკილიქს ცენტრი” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიულ ჩანაწერს აქვეყნებს.
გამოქვეყნებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დღეების მოვლენების გამო გამწვავებულ ურთიერთობებზე საუბრობენ. სააკაშვილი ამბობს, რომ თურქებს აწყობდათ აღნიშნული დარტყმის განხორციელება.
ჩანაწერში სააკაშვილი და ადეიშვილი ასევე საუბრობენ სირიაში გადასული აჭარელი მუსლიმანების მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეომასალებსა და სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილზეც.
ამასთან, გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ახსენებენ. კერძოდ, საუბრის თემა გიგი უგულავას და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა დაკავებული მაღალჩინოსნების წევრების შეწყალებაცაა.
უკრაინული “ვიკილიქს ცენტრის” მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრაფიულ ჩანაწერში საუბარია პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებულ “საქართველოს განვითარების ფონდზე”:

„მ. როგორა ხარ ზურაბ? ხო ხედავ, რაც ხდება!

ა. აბა! რა რეჩკვა ერდოგანმა რუსებს! რა მოხდება ახლა მიშა, დიდი ომი ხომ არ დაიწყება?

მ. ბიჭო CIA-ს გენერალმა მითხრა, რომ თურქები დააჯახეს რუსებს, თან თურქებს პრიჩინაც ჰქონდათ, პუტინმა დაბომბა მთელი ნავთობის ბაზები ISIS-ში და თურქებს ნავთობის პატოკი გაუჩერა. მერე ქურთები ააბლატავეს, მანამდე ამერიკელებმა კი შეაიარაღეს, მაგარამ, ახლა იარანიდან დიდი იარაღი შედის და ქურთისტანის სახელმწიფის შექმნაში ეხმარებიან. ჰოდა, თურქებს აწყობდათ ეგ დარტყმა და რეალურად ჩასაფრებულები იყვნენ, ამით რუსები გააფრთხილეს, რომ სირიელი თურქმანები არ დაბომბოს საზღვართან და ქურთებიც დააშინეს. პარიზის ტერაქტს არავინ ელოდა, ისლამურ სახელმწიფოში ბევრი სასტავია და „სი-აი-ეი“ ყველას ვერ აკონტროლებს.

ა. მერე მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტუაცია.

მ. დაიწყონ მერე რა, ჩვენც ეგ გვინდა! ისე არაფერი არ მოხდება. ნუ, არ გაუშვებენ ახლა ტურისტებს თურქეთში და ვსიო. არ დაგავიწყდეს, შავი ზღვიდან გასასვლელი თურქეთის ხელშია. ახლა საშიშროებაა ფრანგები და რუსები არ შეიკრან, ეს არის პრობლემა! ხო, რა მინდოდა! ერთი პანკისელი ბიჭი ჩავიდა იქიდან თბილისში და დააკავეს, ტერორისტობას ტენიან!

ა. ბორჩაშვილზე მეუბნები, ხო?! მაგაზე მელაპარაკა უკვე კეზერა. ჩემებს შეუთვალე და რაღაცას მოიფიქრებენ, ყველა შემთხვევაში ტერორისტობის მუხლს ვერ შეუფარდებენ და დაიხურება. მიშა! ისინი ვინ არიან, ალაჰის სახელით რომ ემუქრებიან საქართველოს?

მ. ეგენი ვიღაც ქინძები არიან! იქიდან ერთი ჯემალა არის, ჩვენებთან იყო ალ-ნუსრაში, „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და ზემლიაკები შემოიერთა, ეგენი არიან, გურჯისტან ვილაიეთი ვართო, იძახიან. ახლა რამდენნი არიან, არ ვიცი, ხო, ნახე, როგორი ჰონორით ლაპარაკობენ, ეგ ს***ები! საქმეზე მელაპარაკე რა! რაც გითხარი, იმაზე რა ქენი?

ა. რუსთავის საქმე, როგორც გითხარი, გაიწელება, აპელაციაც და უზენაესიც გაწელავს. პაპუაშვილთან წავიმუშავეთ და საკონსტიტუციო სარჩელები კიდევ შევა. მე მაგას გავაკეთებ და კეზერას შენ უთხარი, რომ მოსამართლეებს თანხა დაუფაროს. მერე ნიკა მე მირეკავს, დაფინანსება დამაკლესო, ბეჟუაშვილმა ნახევარი მოგვცაო. მე რა ვქნა, ეს დავითა ვერ დავიჭირე.

მ. მაგათ მე მივხედავ! შენ ბურჭულაძეზე მითხარი, რა ქენით.

ა. მაგას ჩვენები მივაბით, მესამე ძალად უნდა ავაგოროთ, ფონდი რომ დაარქვა, ცუდი გასაპიარებელია! მაგრამ კოლიციის სახეს მივცემთ. შენი დახმარება არის საჭირო, ამერიკელებმა მხარი რომ დაუჭირონ.

მ. ზურა, შენ გააკონტროლე რა ეგ საქმე. გირჩა- მირჩებმა იაქტიურონ ბურჭულაძესთან, ვანო როა, მაჭავარიანის ძმა, ბოჩოლასავით რო ნაბავს თვალებს, გააქტიურდეს ყველა. მერე გააბაზრეთ, რომ ამერიკელების პროექტია და ეგ ძალა მოდის სათავეში, პინგვინა გაფრთხილებულია და ბურჭულაძე მოდის, ესე ილაპარაკეთ ყველგან. პაატას შევპირდი, გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას და რუსთავი შენზე იმუშავებს – მეთქი. მაგანაც მთხოვა ამერეკილების მხარდაჭერა, შევპირდი, შენ იაქტიურე და მერე კელი გამოვა და თავისას იტყვის! დიდი მადლობა, ყველაფერს გავაკეთებ, ბატონო მიშაო, ბარიტონით მითხრა! რა გაცინებს შეჩემა!

ა. კაი რა! მაგარი ს***ია ისე, ეგ ტიპი!

მ. მაიცა, ახლა! ღადაობას თავი დაანებე! კაცო, მარგველამ რა თქვა, რაო?

ა. მარგველას ბოკერია ელაპარაკება, ძმაკაცურად. ახალ წლამდე კი შეგვპირდა უგულავაზე, მაგრამ თავი შეიკავა. სათანადო პოლიტიკური გარემო არის შესაქმნელი და ვერ გავაკეთებო. ვანოსაც შევიწყალებ და სხვასაცო, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიქმნასო. მე ვფიქრობ, ჩვენები, ყველა პოლიტპატიმრებად უნდა გავაფორმოთ, სქემა მომზადებული მაქვს და ვმუშაობთ. სტრასბურგის ბერკეტებს გამოვიყენებთ ასევე.

მ. დავითა მოვა ჩემთან შვიდ საათზე და შენც მოდი რვის ნახევრისთვის. პრიპორტოვოის საკითხი უნდა მოვაგვაროთ და პროკურატურის სისტემა მოვმართოთ. საყვარელიძემ, დნეპროპეტროვსკში დათო როა, გონგაძე, ხო იცი, ის გაუშვა და ნაბიჭვარი კუცუკები გადახდას არ აპირებენ, კარგად მოიფიქრე რა ამაზე! თან იმ კროლიკმა იაცენიუკმა სუ გადაიჯვა თავზე!

ა. კაი, მოვალ აუცილებლად“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები