შემოსავლების სამსახური “ყაზბეგისა” და “ლარსის” საბაჟოებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“ყაზბეგისა” და “ლარსის” საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, “ყაზბეგის” საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს.
“მითითებული ტვირთებიდან უკან მობრუნებული სატვირთო ა/მანქანების ნაწილი მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით. დარჩენილი მანქანები იმყოფებიან ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს ს.გ.პ. “ყაზბეგი”-ის კონტროლის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები