თამაზ მეჭიაური: ჭაჭის არაყზე ფასი არ მოიმატებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ფასის მატება ღვინოს და ჭაჭის არაყს არ შეეხება, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა.
როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, აქციზზე ფასი იზრდება მხოლოდ ვისკიზე, ჯინიზე და ხორბლის არაყზე. „აქციზი იზრდება მხოლოდ ვისკი, ჯინი, რომი, ხორბლის არაყი და ა.შ. მაგრამ ფასის გაზრდა არ ეხება, ღვინოს, კონიაკს და არ ეხება ჭაჭას. ფასების ზრდამ შეიძლება შეამციროს იმპორტულ საქონელზე მოთხოვნა, სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, გაზრდის მოთხოვნას ჩვენი წარმოების ღვინოზე და არაყზე“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები