ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

ამაღამ, 00:00 საათიდან დილის 06:00 – საათამდე რუსთაველის გამზირი, სუპერმარკეტ “სმარტის” მიმდებარე ტერიტორიიდან, თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი საახალწლო განათებების მონტაჟია.
მათივე ცნობით, ადგილზე იმუშავებს 9 ერთეული ტექნიკა და 59-მდე მუშახელი.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს “სინათლის ქალაქი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები