ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, სოფელ დიდების, ღვინის აღმართის, პურის მოედნის, აბესაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, ჩიხლაძის, კუფთინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ბეთლემის, ანტონ კათალიკოსის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, აბოვიანის, თონეთის, გომის, ჯვარედინის და აბო თბილელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები