ლარსის სასაზღვრო პუნქტზე თურქულნომრიან სატვირთოებს საზღვრის გადასაკვეთად პრობლემები ექმნებათ

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის საზღვრის გადასაკვეთად თურქულნომრიან სატვირთო ავტომობილებს, გუშინ საღამოდან მოყოლებული პრობლემები აქვთ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქული ნომრის მქონე 38 სატვირთო ავტომობილი რუსული მხარისგან ნებართვას ელოდება. აღნიშნული ავტომობილები ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან.
მათივე ცნობით, რამდენიმე მანქანა საზღვრიდან გამობრუნდა უკან და ნაწილი აზერბაიჯანში წავიდა, ნაწილი კი – თურქეთში.
რუსეთის მხარე არ ადასტურებს, რომ თურქულნომრიან სატვირთო ავტომობილებთან დაკავშირებით აკრძალვა არსებობს. სატვირთო ავტომობილების ნაწილი უშუალოდ რუსეთში მიდის, ნაწილი კი რუსეთის გავლით სხვა ქვეყანაში.
ამასთან შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე თურქი მძღოლი სცემეს, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ნეიტრალურ ან საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები