ხვალ თბილისს ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვევა

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვევა.
როგორც “კვირას” საგარეო უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი კონსულტაციები გაიმართება.
დელეგაცია საქართველოს 26-27 ნოემბერს, ეწვევა.
“ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომ დაგეგმილია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია. ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკისა და ევროპულ საკითხთა გენერალური დირექტორი ქართულ მხარეს წარუდგენს ინდონეზიის ეკონომიკის სფეროში არსებულ სიახლეებს, ხოლო ქართული მხარე ისაუბრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.
ინდონეზიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ქეთევან ბოჭორიშვილთან, ქ. რუსთავში შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების სააგენტოს, თბილისის იუსტიციის სახლისა და ეროვნული მუზეუმის მონახულება”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები