რას მოითხოვენ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები

 

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები პანკისის ხეობასთან მიმართებით სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის შექმნას მოითხოვენ.

როგორც მექა ხანგოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ პროცესებში, რომელიც ხეობაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებების შეტანა და სასწავლო პროცესში რელიგიების შემსწავლელი საგნის დამატებაა საჭირო, რაც ხელს შეუწყობს ისლამისადმი საზოგადოების აზრის სწორად ჩამოყალიბებას.

ამასთან, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან ქართულად ნათარგმნი ყურანის მოსახლეობაში უსასყიდლოდ გავრცელებას მოითხოვენ.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ხეობის მიმართ სტრატეგია და ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვალოს. სწორედ იმ გულგრილი დამოკიდებულების გამო, ალბათ ვერც შეფასდა მოვლენები ისე, როგორც შეიძლება განვითარებულიყო, თუმცა ხეობის უხუცესები ზუსტად ხუთი – ათი წლის წინ ამბობდნენ, რომ დღეს რაც ხდება, ხეობაში ის მოხდებოდა“,- განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები