„მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს საფრთხე, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოშიც“

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს საფრთხე, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოშიც, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა.
„მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებობს საფრთხე, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოშიც. ამას ამძაფრებს გავრცელებული ვიდეოებიც. ზოგის თქმით, ფაქტი, რომ თარხან ბათირაშვილი და იგივე მარგიშვილი პანკისიდან არიან, ამცირებს საფრთხის რისკს, ეს ვერსია ცხადია, არგუმენტს მოკლებული არ არის, მაგრამ ამის გამო დამშვიდება და ყურადღების მოდუნება არ შეიძლება“, – აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები