რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, კოდორის ხეობის გავლით, ავტომაგისტრალი აშენდება
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ავტომაგისტრალი აშენდება. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, ავტომაგისტრალი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკას კოდორის ხეობის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთთან დააკავშირებს.
მათივე ინფორმაციით, გზას ჩინური კორპორაცია China Railway და რუსული კომპანია „რეგიონული პროექტები“ ააშენებენ.
შეთანხმება გზის მშენებლობის შესახებ მოსკოვში იყო ხელმოწერილი. ასევე 2016 წელს იგეგმება ქალაქ ბაქსანთან აეროპორტის და ოჩამშირეში საზღვაო პორტის მშენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერა. ამ სამუშაოების საერთო ღირებულება 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.