ნინო გიორგობიანი: ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის

ამ ეტაპზე ტერორიზმის საფრთხის დონე ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია გამოძიება ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოებასთან.

„ზოგადად, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რისკები ყველგან მომატებულია. აქედან გამომდინარე, გაზრდილია უსაფრთხოების დაცვის ზომები. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტერორიზმის საფრთხის დონე, ჩვენს ქვეყანაში მაღალი არ არის. თუმცა მსოფლიო და რეგიონალურ კონტექსტში რისკების გამორიცხვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. შესაბამისად, ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია გამოძიება ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ქვეყნის უსაფრთხოებასთან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი დეპარტამენტი, რათა მოხდეს საფრთხეების მაქსიმალური პრევენცია. აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით აქტიურად ტარდება პრევენციული ზომები საქართველოს საზღვრებზე“,-განუცხადა „კვირას“ ნინო გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები