იანოშ ჰერმანი: ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო ჩვენი მოკავშირეა

ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო ჩვენი მოკავშირეა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
“ვიცით, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა. ცხადია, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ამ კუთხით ხდება ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით აქ, საქართველოში. ჩემი მოსაზრებით, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ საქართველოს ქმედებებს ამ სფეროში”, – განაცხადა ჰერმანმა.
ჰერმანის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა პრიორიტეტულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარიზსა და მსოფლიოს სხვა წერტილებში ტერაქტები განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები