ხვალ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა გაიმართება

ხვალ, თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა გაიმართება.

არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა ფოკუსირებული იქნება ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში.

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობაზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

სექტორული დიალოგის (ჯანდაცვის მინისტრების) შეხვედრაზე მონაწილეობისთვის თბილისს ეწვევა ევროკომისარი ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტისი. დიალოგის ფორმატის გათვალისწინებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეულნი არიან საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები