რიმა ბერაძემ, დავით ნარმანიასთან ერთად, კიევის ქუჩაზე მდებარე განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, კიევის ქუჩაზე, განახლებული N 132-ე საბავშვო ბაღი გახსნა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა, დედაქალაქის მერმა, რაიონის გამგებელმა და მერიის წარმომადგენლებმა საბავშო ბაღის შენობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინტერიერი დაათვალიერეს.

„დღეს ჩუღურეთის რაიონში N 132 განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სამი ათეული წლის ისტორიის მქონე ეს ბაღი, წინა ხელისუფლებამ დახურა და აქ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გახსნა. დღეისათვის ბაღში 130-მდე აღსაზრდელისთვის სამი ჯგუფია გახსნილი და დასაქმენულია 25-მდე თანამშრომელი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბაღში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად 120 000 ლარი დაიხარჯა. შენობაში მოეწყო სააღმზრდელო ოთახები და შენობა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. წლების განმავლობაში პარტიის ოფისად გადაკეთებული ბაღის შენობა ბაგა -ბაღების მართვის სააგენტომ სამართლებრივი გზით დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები