ნანუკა ჟორჟოლიანი: დედას გეფიცებით დაბოლილი არ ვარ

   ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი მეუღლის ერეკლე კოდუას საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენების ამონარიდს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“ფილარმონიის მიმდებარედ მივდიოდი, რა დროსაც ორმა მამაკაცმა შემაჩერა, ამიხსნეს რომ პოლიციელები იყვნენ და ნარკოლოგიურში უნდა გადავეყვანე, ვინაიდან მე მქონდა მოხმარებული მცირეოდენი მარიხუანა, შევშინდი და ვთხოვე არ წავეყვანე მათ პოლიციაში, რადგან დამიდგინდებოდა ნარკოტიკების მოხმარება.
ერთ-ერთი იყო ჯმუხი მამაკაცი 30-35 წლის. მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ნარკოლოგიურში არ გადამიყვანა, მაგრამ მითხრა, რომ ჩემზე გააფორმებდნენ ორ ჯიპს. ვინაიდან მე მათთან ვალში ვიყავი და თან მეგონა უკანონოს არაფერს ჩავდიოდი, ეს ჯიპები ჩემზე გადმოვიფორმე” – ამონარიდი ერეკლე კოდუას საქმეზე მოწმის ჩვენებიდან.
P.S. ეს ან ჩვენების მიცემის დროსაც მაგარი დაბოლილი იყო, ან ის ორი ჯმუხი პოლიციელი იყო მაგარი მოწეული. აქამდე ვიცოდი რომ სოდი აკავებდა, “დებდა”, “ტენიდა ნარკოტიკებს” ან “ახევდა მაქნანებს”. ეხლა ისეთი რამ გავიგე, რამაც მეც კი გამაკვირვა. დედას გეფიცებით დაბოლილი არ ვარ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

967438_682242201821668_1625523520_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები