აძვიდან რუსი ოკუპანტების მიერ 23 ნოემბერს გატაცებული ოთხივე ადამიანი გათავისუფლებულია
“კვირას“ ინფორმაციით, სოფელ აძვიდან რუსი ოკუპანტების მიერ 23 ნოემბერს გატაცებული ოთხივე ადამიანი გათავისუფლებულია.
“კვირა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გათავისუფლების ფაქტი დაადასტურეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოთხი პირი 23 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა.