“ძალიან საინტერესო იყო მარგველაშვილის პრესკონფერენცია“

   ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციას საინტერესოს უწოდებს. როგორც გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მარგველაშვილის განცხადება, რომ ის გადაწყვეტილებებს თავად იღებს, პოლიტიკურ ენაზე ბევრ რამეზე მეტყველებს.
“ძალიან საინტერესო იყო მარგველაშვილის პრესკონფერენცია….არ ველოდი. ხაზგასმით თქვა, რომ ის გადაწყვეტილებებს უკვე თავად იღებს… პოლიტიკურ ენაზე ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ახლა ალბათ მოიხსნა კითხვა – რატომ არ დაესწრო მთავრობის არც ერთი წევრი პრეზიდენტის პირველ გამოსვლას პარლამენტში. ყველაზე მეტად კი ამ ამბავზე ის მეტყველებს, რომ მარგველაშვილი ოფიციალურად გადავიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში… მოულოდნელად საინტერესო პრესკონფერენცია იყო“,- წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები