ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ საწარმოს გახსნის

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ლილოს დასახლებაში ახალ საწარმოს გახსნის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საწარმო “ინნოვასი” “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 4 მლნ აშშ დოლარამდეა.
“ეს იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს დაამზადებს. პირველ ეტაპზე უშუალოდ ფარმაცევტულ საწარმოში 50 ადამიანამდე დასაქმდება. ეტაპობრივად ეს ციფრი გაორმაგდება, სეზონურად კი შემდეგი წლიდან 500-600 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო დაპროექტებულია გერმანელი და ქართველი ინჟინრების მიერ. კონსულტანტები არიან ევროპის წამყვანი სპეციალისტები ფარმაკოგნოზიაში”, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები