„პოზიციის” წევრებმა და მუსიკოსებმა ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადართ გიორგობის დღესასწაული მიულოცეს

23 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი, სტუმრებთან და მუსიკოსებთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ქუჩის მუსიკოსების შემოქმედებამ, განსაკუთრებული განწყობა შეიტანა „ბასილიადაში“.
სტუმართა შორის იყო ქეთევან კრებსერი, რომელმაც მოხუცებს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძისგან, 28 დეკემბრის სპექტაკლზე დასასწრები მოსაწვევები გადასცა.
მასპინძლებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს, იმდენად შთამბეჭდავი იყო მათი „მემატიანე“, რომ სპონტანურად დაბადა ახალი იდეა და ა/ო „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის ინიციატივით, საინფორმაციო პორტალ www.TVfree-ზე დაემატება ახალი რუბრიკა, სადაც მოხუცთა წერილები და შემოქმედებითი ნამუშევრები განთავსდება, ხოლო მათი ნაწილი, შვეიცარიაში, ქართულენოვან ჟურნალში დაიბეჭდება, რომელსაც ქალბატონი ქეთევან კრებსერი გამოსცემს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთონ ქველმოქმედებაში. „სიკეთე გადამდებია“ – მიაჩნიათ „პოზიციაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები