გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვა დაიწყო
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვა დაიწყო. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი აღავლენს. ტაძარში ილია II ეს წუთია მივიდა. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს. ასევე ქაშუეთში ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდებიან. ტაძარში მისვლას საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც აპირებს. ასევე დღეს საყოველთაო ნათლობაც გაიმართება. პატრიარქი 800-მდე ბავშვს მონათლავს.