“ქართული ოცნება” მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს

კოალიცია “ქართული ოცნება” მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ ირაკლი შოთაძეს მხარი დავუჭიროთ. ყველა პროცედურა გასავლელია. ვეცდებით, ეს მომავალი კვირის განმავლობაში მოვახერხოთ. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს სამკვირიანი ვადა აქვს”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მიმართ პარლამენტში დიდი ინტერესი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები