ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები.
“ალექსანდრე ქართველი არის გამორჩეული გენიოსი ავიაკონსტრუქტორი და ნოვატორი, რომელმაც ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რითაც დღემდე ამაყობენ ამერიკელები. დღესაც აქტიურად გამოიყენება ამერიკულ ავიაციაში მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევახსენოთ, რომ გვყავდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ბუმბერაზი ადამიანი. მათ ასახელეს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოში შექმნეს ინოვაციური პროექტები და განახორციელეს ნოვატორული იდეები. მათი სახელებით ამაყობენ სხვა ერები და ჩვენ კი, სამწუხაროდ, გვავიწყდება ისინი. მინდა გავიხსენო ამერიკაში ვიზიტი, როდესაც შევხვდი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაშინ არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ისინი ამაყობენ ალექსანდრე ქართველის მიღწევებით“, –განაცხადა პრემიერმა ექსპოზიციის ნახვის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი ეწოდა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის.
„ჩვენ გვინდა, რომ დაახლოებით 100 ქართველის ბიოგრაფიულ ცნობებს და მათი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა მათ მაგალითებზე აღიზარდონ ჩვენი შვილები. დარწმუნებული ვარ, ამ გამოფენის ნახვის შემდეგ, ახალგაზრდებს გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რომ თავადაც შექმნან რამე ნოვატორული. მსგავს საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ყველამ, მათ შორის მედიამ“, –აღნიშნა პრემიერმა.
ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული”.
პრემიერ-მინისტრმა, შვილებთან ერთად, ეროვნულ მუზეუმში განთავსებული იარაღისა და არქეოლოგიური საგანძურის დარბაზებიც დაათვალიერა.

11219092_947398042017939_8069317815046647649_n 11221965_947397598684650_5552132316105959942_n 11986426_947397595351317_253979803698006788_n 11988523_947397795351297_8362882715988682969_n 12226947_947397458684664_3705827824668849203_n 12227628_947398022017941_3728989855487306469_n 12227664_947397768684633_3658714237108470680_n 12227665_947397715351305_8121377709812165961_n 12227677_947397592017984_3135850262941940892_n 12239593_947397465351330_4107831616493320778_n 12243546_947397362018007_2176568184719242682_n 12247018_947397718684638_5989764555914033991_n 12247081_947397462017997_6215340130132594944_n 12249936_947398088684601_937256451980628039_n  12274339_947397925351284_3513923302731136487_n 12278673_947397722017971_3294493665279239980_n 12278820_947397798684630_8438428923561566655_n 12278912_947397998684610_1193086182621010421_n 12289528_947397888684621_8241832428914466771_n 12289638_947397955351281_2739503425230874101_n 12289651_947397358684674_7331788226751419242_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები