20 ნოემბერი

10:00
ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ენერგეტიკული კომპანიების (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, თელასი, ენერგო პრო-ჯორჯია, კახეთის ენერგო დისტრიბუცია) ერთობლივ ანგარიშზე კონფერენციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და სტუდენტები. მის: სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” (ვარდების მოედანი N1, დარბაზი N1). საკონტაქტო პირი: მანანა სტურუა 599504141
10:00
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (ბოლრუმი №1) კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და კომპანიის ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე 2015-2016 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარადგენენ.
10:30
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე აევი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „რატომ არის მიუღებელი პენსიების დიდი რაოდენობით ზრდა საქართველოში და რა რეალური საფრთხე ელის ქვეყანას უახლოეს 5 წელიწადში“ – ერის დაბერების დინამიკა და კვლევები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
10:30
“პირველ პრესკლუბში” სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ნინო კოპალეიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის აფილირებული სტატუსი მოიპოვა; წევრობის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გენერალი კობა კობალაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები, საფრთხეები საქართველოში და უსაფრთხოების ზომები; თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი; პრემიები და დანამატები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-3 პავილიონში (მისამართი: წერეთლის გამზირი №118) სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სახელმწიფო პროგრამის – „საქართველოს მთვარობა ღია მმართველობისთვის“ – ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს. სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას დასწრებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
12:00
თბილისის მერი დავით ნარმანია „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიურ კვლევებს დაათვალიერებს. მისამართი: გრ. რობაქიძის გამზირის, მიქელაძისა და ახმეტელის ქუჩების გადაკვეთასთან. (დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ, სოფელი დიღმისკენ მიმავალი გზა) საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
E1
12:00
NEW
ბერნარ კუშნერი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გმირთა მემროალს გვირგვინით შეამკობენ.
13:00
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სახალხო დამცველი გამართავს მრგვალ მაგიდას თემაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაესწრებიან.
13:30
პარტია „მემარცხენე ალიანსის ოფისში, პარტიის ერთერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ბენიძე ბრიფინგს გამართავს დედაქალაქის გაუმართავი ბიუჯეტის ხარვეზების თაობაზე. მის.: ი. ხვიჩიას 17. საკონტაქტო პირი: პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
14:00
პარტია ”რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: დაურეგულირებელი სააფთიაქო ნარკომანია და რეფორმატორების ახალი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს. ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნება სკანდალური ფარული ჩანაწერები. მის: ”რეფორმატორების” ცენტრალური ოფისი, შალვა დადიანის ქ. 4 (თავისუფლების მოედანი), სართული 3. ტელ: 599 200 334.
18:00
“თიბისი” გალერეა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრების გამოფენას: „გამოფენა N1“ უმასპინძლებს. ექსპოზიციაზე ახალგაზრდა ხელოვანების 20-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკების, ინსტალაციისა და ასამბლაჟის დეტალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები