ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 21-ე შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 21-ე შეხვედრა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ ჯგუფის წევრებს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა ცხოველთა ჯანმრთელობის 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობას და ეფექტიანი ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს. ცნობისთვის, ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები