„ისლამური სახელმწიფო“ ნიუ-იორკში ტერაქტების მოწყობით იმუქრება – ვიდეო

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ნიუ-იორკში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. ამის შესახებ ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ტერორისტების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე დაყრდნობით იუწყება. კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც ქურთუკის ქვეშ ასაფეთქებელ მოწყობილობას მალავს. ვიდეომიმართვაში ის ამბობს, რომ მათი სამიზნე “თაიმს სქვერი” და “ჰერალდ სქვერი” გახდება. ISIS-ის მუქარებს აშშ-ში პირველი შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ უწყება ნიუ-იორკის პოლიციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებულად მოქმედებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საფრთხეების შესახებ ყველა ინფორმაციას ამოწმებს.
ამასთანავე, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პირდაპირი ტერორისტული საფრთხე შეერთებული შტატებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ლაიზა მონაკომ განაცხადა, ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია სპეცსამსახურებს არ გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები