19 ნოემბერი
09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7
10:00
გაუმჯობესებული რეგულირების ზემოქმედების/გავლენების შეფასებისა და კანონმდებლობის მონიტორინგის ცალკეული ასპექტების შესახებ სემინარი ჩატარდება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: თბისილის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატები, კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის შეფასება, საფრანგეთის ტერაქტი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ირაკლი ნადირაძე თბისლისის ბიუჯეტთთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00
სახალხო დამცველი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართავს სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში საჩივრების განხილვის მექნიზმს შეეხება.
E1
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე მთავარი პროკურორების კანდიდატებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:00
NEW
თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფრენციას გამართავს. თემა: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი; საკადრო ცვლილებები მერიაში; საქალაქო სამსახურების მუშაობა; დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
NEW
იუსტიციის სამინისტროში, თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებს წარუდგენს.
11:30
„ივერიონის“ პრესკლუბის სტუმარია აწ უკვე გათავისუფლებული პედაგოგი დავით ფერაძე. თემა: მისი გათავისუფლების მიზეზი, თამარ სანიკიძის შურისძიება. ფერაძე განათლების სამინისტროსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს და 5 სიცრუეს დაასახელებს. მისამართი: კოსტავას 6. პირველი სადარბაზო, მე-3 სართული.
11:30
პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტერორისტული საფრთხეები საქართველოში, ვინ და როგორ უწყობს ხელს ნარკოტიკებისა და იარაღის ტრანზიტს, (კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს) და მასშტაბური საპროტესტო აქცია.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში დაზარალებული ნინო ყუშიტაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: „პროკურატურამ 2013 წელს საკუთარი სახლიდან კანონდარღვევით გამომასახლა“ – მიმართვა ხელისუფლებას.
11:30
NEW
შეიხი რამინ იგიდოვი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი თირდოვსი გასიმოვი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ისლამის სახელით განხორციელებული ტერაქტების სერიები; ტერორისტული საფრთხეები კავკასიაში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბისილის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატები, კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის შეფასება, საფრანგეთის ტერაქტი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “ძველი მეიდანის” გახსნას დაესწრება. მის: სამღებროს ქ.№9/11. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი 577 73 31 82
12:00
პრაიმტაიმის პრესკლუბში მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბათუ ქუთელია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საერთაშორისო ტერორისტთან ბრძოლა და საქართველოსთან დაკავშირებული რისკები.
E1
12:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში”საქართველოს ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობა” ბრიფინგს გამართავს. თემა: თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა.
12:30
პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა პარტიის ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ბოლო მონაცემები საქართველოში ქალთა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
12:30
„რეპორტიორის“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ანტიკრიზუსული საბჭოს სხდომა; ტერაქტების სერია პარიზში; საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა.
13:00
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიდა კომიტეტის წევრები საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ. მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი
13:00
NEW
მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნები გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)
15:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
15:30
NEW
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში (107-ე დარბაზი) თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი გამართავს პრეზენტაციას თემაზე: „ევროასოცირების შეთანხმების რეალური შედეგი – ქართული ექსპორტის მკვეთრი ზრდა ევროკავშირის ბაზარზე“. პრეზენტაცია ეფუძნება 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის კვლევის შედეგებს.
16:00
თბილისის მერი დავით ნარმანია ცნობილი ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, გრიგოლ აბაშიძის ბიუსტს გახსნის. მისამართი: გუდიაშვილის ქ. #5 (საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია). საკონტაქტო პირი: ნინი მთავრაძე 598 14 11 51
17:00
საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
E1
19:00
თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში “მომავალი თბილისი დღეს 2015 ” გამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოვებს. მისამართი: თბილისის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი. საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 27 06 46